მთავრობამ ინვესტორი ვერ მოძებნა – გარდაბანი 3-ის ტენდერი ჩაიშალა

მთავრობამ ინვესტორი ვერ მოძებნა – გარდაბანი 3-ის ტენდერი ჩაიშალა

თითქმის 11 თვიანი პროცესის მიუხედავად, “ნავთობისა და გაზის კორპორაციამ” ინვესტორის მოძიება ვერ შეძლო, შესაბამისად, თბოსადგურ გარდაბანი 3-ის ტენდერი ჩაიშალა.

„ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ ინფორმაციით, ტენდერში მონაწილე 2 პრეტენდენტის წარდგენილი წინადადებები ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებულ პირობებს არ შეესაბამებოდა. შედეგად, კორპორაციის მიერ გამოცხადებული წინადადებებზე მოწვევის პროცედურა შეწყდა.

გარდაბანში 350-430 მგვტ. სიმძლავრის ბუნებრივ გაზზე მომუშავე კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობის პირობით, პროექტში წილის 100%-ის გასხვისების მიზნით, გამოცხადებული ტენდერი ჯერ კიდევ 2023 წლის 30 ივნისს გამოცხადდა. ტენდერის დასრულების ვადა რამდენჯერმე გადავადდა და საბოლოოდ, მიმდინარე წლის 29 თებერვალს დასრულდა.

იანვარში bm.ge-ს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა უთხრა, რომ პოტენციურ ინვესტორებთან აქტიური დიალოგი ჰქონდათ.

” მათი მხრიდან ისმის საკითხი ვადებთან დაკავშირებით, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მაქსიმალურად კომფორტული და კონკურენტული გარემო შევქმნათ მათთვის. სხვა საკითხებიც თუ იქნება, ჩვენ ვიმსჯელებთ, რა არის გასათვალისწინებელი, რომ ინვესტიციები განხორციელდეს მაქსიმალურად ეფექტიანად. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, ეს არის საკმაოდ ლოგიკური პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა დიალოგი, ამას ახლა ვერ გეტყვით”, – განაცხადა მაშინ ლევან დავითაშვილმა.

გარდაბნის თბოსადგური 3-ის ასაშენებლად ტენდერი პირველად 2020 წელს გამოცხადდა. მაშინ 272-მეგავატიანი სადგურის მშენებლობისთვის საუკეთესო პრეტენდენტად თურქული “ჩალიკ ენერჯი” დასახელდა, რომელიც პროექტს $174.8 მილიონ დოლარად ააშენებდა. თუმცა, 2021 წლის გაზაფხულზე, კორპორაციამ განაცხადა, რომ “ჩალიკ ენერჯისთან” კონტრაქტი აღარ გაფორმდებოდა.

ამჟამად, „ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ გარდაბანში 2 კომბინირებული ციკლის თბოსადგურს ფლობს.

 

bm.ge

მსგავსი სიახლეები

2026 წლის აპრილში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 3 641 ბინა გაიყიდა – Galt & Taggart

2026 წლის აპრილში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 3 641 ბინა…

Galt & Taggart-მა თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების, მიმდინარე წლის, აპრილის მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2026 წლის აპრილში პირველად ბაზარზე მოთხოვნა აღდგა…
სიონის ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყო

სიონის ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის მერიამ სიონში რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. ამ ეტაპზე ტაძრის ირგვლივ სამშენებლო ხარაჩოების მოწყობა მიმდინარეობს. თბილისის მერიის ცნობით, არსებული მდგომარეობით დაზიანებულია ტაძრის…
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო შსს-ში დღეიდან ამოქმედდა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო შსს-ში დღეიდან…

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო მუშაობას შეუდგა. შსს-ს ინფორმაციით, სამმართველოს ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები…